ილია ლორთქიფანიძე (1896-1941) –
პედიატრი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ბავშვთა საავადმყოფოების დაარსების ერთ-ერთი პირველი ინიციატორი საქართველოში.
დაიბადა სოფელ დიდ ჯიხაიშში (სამტრედიის რაიონი). 1920 წელს დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი.
დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
