ილია ნატროშვილი (1912-1979)
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალისტი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1931 წელს მუშაობა დაიწყო სოფელ ზემო ალვანის სკოლაში მასწავლებლად.
1936 წელს დაინიშნა საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს კადრების განყოფილების გამგედ. 1937 წლიდან ილია ნატროშვილი იყო გაზეთ “საბჭოთა მასწავლებლის” რედაქციის პასუხისმგებელი მდივანი.
1940 წლიდან მუშაობდა საქართველოს სსრ რადიოკომიტეტში ჯერ პოლიტიკურ გადაცემათა მთავარ რედაქტორად, ხოლო შემდეგ თავმჯდომარის მოადგილედ. 1944 წელს კვალიფიკაცის ამაღლების მიზნით, მიავლინეს სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში, მსახურობდა საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
1947 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო სამართლის კათედრაზე ასისტენტად, 1953 წლიდან იყო ჟურნალისტიკის კათედრის დოცენტი. 1946-1953წწ. ილია ნატროშვილი იყო გაზეთ “კომუნისტის” რედაქტორის მოადგილე, 1954-1957წწ. ჟურნალ “საქართველოს კომუნისტის” რედაქტორი.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
