კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ილია  ოქრომჭედლიშვილი (სერებრიაკოვი, ოქრომჭედელი) (დ. 24 აპრილი, 1838, სიღნაღი — გ. 3 იანვარი, 1898, თბილისი) —  მეცნიერი, პედაგოგი, ქველმოქმედი. 1860 წელს პეტერბურგში გაგზავნეს. აქ ნიჭიერმა და შრომის მოყვარე ყმაწვილმა ექსტერნად ჩააბარა გამოცდები, მიიღო გიმნაზიის დამთავრების ატესტატი და ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე. 1868 წელს ი. ოქრომჭედლიშვილმა დაამთავრა უნივერსიტეტის ქართულ-სომხური განყოფილება და წარდგენილი ნაშრომისათვის „თემურ ლენგის ლაშქრობა საქართველოში“ მიენიჭა კანდიდატის ხარისხი.  მუშაობა დაიწყო მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტში ქართული ენის მასწავლებლად, შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტში ქართული ენის კათედრის დოცენტად. ილია ოქრომჭედლიშვილი გამოირჩეოდა მეცენატობითაც.  1884 წელს მისი ხელშეწყობით გამოიცა „ვისრამიანი“. ასევე დიდძალი თანხა მოახმარა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოადოების“ წინამძრვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელს, ქართულ თეატრს, ქართული ხელნაწერების გამოცემას. რუსეთში ყოფნისას ილია ოქრომჭედლიშვლი მუდმივად თანამშრომლობდა ქართულ პერიოდიკაში — აქვეყნებდა სხვადასხვა ხასიათის სამეცნიერო სტატიებს და წერილებს. 1889 წელს იგი პენსიაზე გავიდა და სამშობლოში დაბრუნდა. აქ ხელი მიჰყო პრაქტიკულ სამეურნეო საქმიანობას. სამტრედიასთან, სოფელ საჭილაოში ააგო ხე-ტყის სახერხი ქარხანა, რომელიც ქუთაისის გუბერნიაში ყველაზე დიდი და საუკეთესოდ აღწურვილი იყო. ამ საქმიდან შემოსულ ფულს ილია ოქრომჭედლიშვილი უანგაროდ ახმარდა მშობლიური კულტურის განვითარებას. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments