კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ილია წინამძღვრიშვილი (1834, წინამძღვრიანთკარი, მცხეთის რაიონი — 1920, იქვე) – საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი და პუბლიცისტი.  1868 წელს ილია წინამძღვრიშვილი აირჩიეს თბილისის მესამე განყოფილების მომრიგებელ მოსამართლედ. წინამძღვრიშვილმა საკუთარ სახლში მიიწვია თორმეტი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე სკოლის წესდების, სასწავლო გეგმის და პროგრამების შესამუშავებლად. 1883 წლის 4 სექტემბერს ილია წინამძღვრიშვილის დიდი ძალისხმევით და მოწინავე ქართველი ინტელიგენციის მხარდაჭერითა და დახმარებით, წინამძღვრიანთკარში გაიხსნა საქართველოში პირველი სასოფლო-სამეურნეო სკოლა.  აღსანიშნავია, რომ სკოლაში სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. ილიამ მთელი თავისი ქონება სასწავლებელს გადასცა. დაკრძალულია წინამძღვრიანთკარში.
 
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted