კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ილია ჭყონია (დ. 16 ივნისი, 1860, ოზურგეთი — გ. 9 ოქტომბერი, 1927, თბილისი)
ქართველი მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი.
დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. 1877 წელიდან თანამშრომლობდა ქართულ პერიოდიკასთან, აქვეყნებდა ლექსებს, მოთხრობებს, ნარკვევებს.
1895-1898 წლებში მისი რედაქტორობით გამოდიოდა გაზეთი „მეურნე“ (იქვე დააარსა ქართული სტამბა სადაც მრავალი წიგნი იბეჭდებოდა), 1907 წელს „სიმართლის გზა“; 1910 წელს შეადგინა და პეტერბურგში გამოსცა „სიტყვის კონა“, რომელიც წინასიტყვაობა დაურთო ნიკო მარმა.
1886 წელს მისივე რედაქტორობით გამოვიდა ვახტანგ მეექვსის მიერ სპარსულიდან თარგმნილი „ქილილა და დამანა“. მან ქართულ ენაზე აამეტყველა პუშკინის, ლერმონტოვის, კრილოვის, ჰაინეს, სენკევიჩის ნაწარმოებები. 1913 წელს გამოსცა თხზულებათა „კრებული“.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments