კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ილია ზდანევიჩი (1894-1975)
მხატვარი
ფსევდონიმი – ილიაზდი. დაიბადა თბილისში. ედის სანკ-პეტერბურგის იურიდიულ ფაკულტეტზე. მხატვრების – ვიქტორ ბარტისა და მიხეილ ლე დანტიუს დახმარებით ის ავანგარდისტულ წრეებს უახლოვდება. მაისის მიწურულს ილია არდადეგებზე თბილისში ჩამოდის მხატვარ ლე დანტიუსა და თავის ძმა კირილესთან ერთად. ისინი ერთად აღმოაჩენენ – ფიროსმანაშვილის ნამუშევრებს და იწყებენ მათ შეგროვებას. ზაფხულში მოგზაურობს კავკასიაში, რათა აღწეროს ქართული ეკლსიები. სანკ-პეტერბურგში ბრუნდება 11 სექტემბერს.
1913 წლის დასაწყისი – ფიროსმანაშვილთან შეხვედრის მიზნით კვლავ თბილისშია და მას იანვრის ბოლოს გოგოლის ქუჩის კუთხეში მიაგნებს. 26 იანვარს ის მხატვარს ჟურნალისტ ა.კანდტელს გააცნობს. ფიროსმანაშვილი ხატავს ილიაზდის პორტრეტს. ილიაზდი კი აქვეყნებს პირველ სტატიას მასზე (გაზეთი «Закавказская речь», 1913 წლის 10მარტი). მოსკოვში დაბრუნებული ის ლარიონოვთან ცხოვრობს და ელი ეგანბიურის ფსევდონიმით აქვეყნებს თავის პირველ ნაშრომს – ლარიონოვისა და გონჩაროვას ნამუშევართა სისტემატურ კატალოგს: ”ნატალი გონჩაროვა და მიშელ ლარიონოვი”. ნოემბერში აქვეყნებს სტატიებს, წერს ფუტურიზმის მანიფესტს «всёчество», აცნობს სხვებს ”ტუტიზმის” იდეას ლიტერატურასა და სახვით ხელოვნებაში.
1921 წელს გაემგზავრა საფრანგეთში. პარიზში დაუახლოვდა პიკასოს.
დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.
     
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments