ილია ზურაბიშვილი (დ. 18 მარტი, 1872, ყვარელი — გ. 29 მარტი, 1955, თბილისი) –
მწერალი და პუბლიცისტი.
ყვარელში დაამთავრა ორკლასიანი სკოლა და უსახსრობის გამო სწავლა აღარ გაუგრძელებია. მიუხედავად ამისა დიდი შრომითა და გარჯით შეძლო მიეღო სოლიდური თვითგანათლება. განსაკუთრებით კარგად იცნობდა ქართული და მსოფლიო კლასიკურ ლიტერატურასგაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა პირველი მოთხრობა „სამშობლოს მსხვერპლი“. მალე მისი ნაწარმოებები „ივერიამაც“ გამოაქვეყნა. შემდეგ იქვე დაიბეჭდა მისი თეატრალური რეცენზიები. ილია ზურაბიშვილი ცნობილია როგორც თეატრის შესანიშნავი კრიტიკოსი და მუსიკათმცოდნე. ამ საკითხებზე რეცენზიების გარდა აქვს ნარკვევები ჩვენი თეატრის კორიფეებზე, წერილები საოპერო თუ სიმფონიურ მუსიკაზე.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
