კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ილო მოსაშვილი (დ. 7 იანვარი, 1896, სოფ. ჩარგალი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 3 აგვისტო, 1957, თბილისი)
მწერალი.
სწავლობდა ჯერ თელავის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1914 წელს იურიდიული განათლების მისაღებად გაემგზავრა პეტერბურგს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ გადავიდა ხარკოვში და იქ განაგრძო სწავლა ამავე ფაკულტეტზე.
ქართულ მწერლობაში ყმაწვილი ლექსებით შემოვიდა. 1911 წელს გაზეთ „სინათლეში“ დაიბეჭდა მისი პირველი ლექსები, ხოლო აქტიური ლიტერატურული საქმიანობა დაიწყო 1920 წლიდან.
ილო მოსაშვილი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა მშვიდობის დაცვის საქართველოს კომიტეტს. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობისა და პრეზიდიუმის წევრი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments