იმედო ფხაკაძე (1942-2021)
ხელბურთელი.საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი
თამაშობდა თბილისის “ბურევესტნიკსა” (1962–1974) და სსრკ ნაკრებში (1963–1971); მსოფლიოს სტუდენტთა თამაშების ჩემპიონი 1968 წელს, სსრკ-ის ორგზის ჩემპიონი (1962, 1964), სამგზის მეორე (1965, 1966, 1967) და მესამე (1963) პრიზიორი; დორტმუნდის სტუდენტთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ადგილის მფლობელი (1968); სსრკ-ის ნაკრებში ჩაატარა 68 მატჩი, გაიტანა 193 გოლი; იყო თბილისის “ბუერვესტნიკის” მთავარი მწვრთნელი (1974-1978); მისი ხელმძღვანელობით “ბურევესტნიკი” სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადასა (1975) და სსრკ-ის ჩემპიონატში (1977) მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა; მცირე ხნით ავარჯიშებდა იორდანიის ნაკრებს (1976) და საქართველოს ნაკრებებს (2008)
დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.

