კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ინგუშა მშვენიერაძე (1930-2019)
ინჟინერი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი. პროფესორი.
1987 წლიდან სტუ-ს საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიუროს ხელმძღვანელობდა; იყო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს კოლეგიის წევრი; მისი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის სფეროს წარმოადგენს მსოფლიოში დომინირებული “ნაგებობათა საიმედობის თეორია (ალბათური ინტერპრეტაციით) სამშენებლო პროექტირებაში”; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტში ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობისათვის მიენიჭა აკადემიური წოდება ემერიტუსი.
დაკრძალულია თბილისში, დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია მამა – დომენტი მშვენიერაძე (დ. 23 მარტი, 1902, ზესტაფონი — გ. 17 ნოემბერი, 1969, თბილისი) – პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე. 1924 წელს აქტიურად იბრძოდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული აჯანყების ჩასახშობად. 30 აგვისტოს აჯანყებულთა ნაწილი ვაგონებიდან გამოიყვანეს, ორმოს გასწვრივ დააყენეს და ტყვიამფრქვევით ჩაცხრილეს, ნაწილი კი ქუთაისის საგანგებო კომისიის თავმჯდომარის, ილარიონ ტალახაძის წინადადებით, შორაპნის მაზრის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე დომენტი მშვენიერაძემ და შორაპნის კომკავშირის სამაზრო კომიტეტის თავმჯდომარე ძიძიგურმა ტყვიამფრქვევით დახვრიტეს.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments