კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ინოლა გურგულია (დ. 25 ივლისი, 1929 — გ. 9 აპრილი 1977)
კომპოზიტორი, პოეტი, მომღერალი.
1952 წელს დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. აქვე მან გ. დარახველიძესა და მ. სიხარულიძესთან ერთად დააარსა ქალთა ვოკალურ-საკრავიერი ტრიო „სამაია“, რომელიც ასრულებდა გურგულიას მიერ (ხშირად თავისსავე ლექსზე) დაწერილ სიმღერებს. 1960-იან წლებში ის გადაიღეს რამდენიმე ფილმში, სადაც მისი სიმღერებიც ჟღერს. სიცოცხლის განმავლობაში მას არ ჩაუწერია არცერთი ოფიციალური ფირფიტა.
ინოლა გურგულია გარდაიცვალა 1977 წელს.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია მამუკა სალუქვაძე (დ. 17 ივლისი, 1955 — გ. 3 იანვარი, 1997) – მწერალი.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments