კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

იონა ტუსკია (დ. 24 დეკემბერი, 1901, ოზურგეთი — გ. 8 ოქტომბერი, 1963, პარიზი)
კომპოზიტორი, პროფესორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1968).
1926 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია მ. იპოლიტოვ-ივანოვის საკომპოზიციო და მ. ვასილიევის სავიოლინო კლასებით. მოგვიანებით, 1931 წელს, ლენინგრადის კონსრევატორია.
ჯერ კიდევ 1922 წელს დაარსდა ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოება, რომელიც მიზნად ისახავდა ფართო მასებში ეროვნული პროფესიული მუსიკის პროპაგანდას. ამ საზოგადოებამ ჩამოაყალიბა სიმებიანი ორკესტრი, რომლის ინიციატორები იყვნენ ახალგაზრდა კომპოზიტორები, ჯერ კიდევ კონსერვატორიის სტუდენტები: გრიგოლ კილაძე, შალვა თაქთაქიშვილი და მასთან ერთად იონა ტუსკაია. თავდაპირველად ისინი უკრავდნენ ორკესტრში, შემდგომ დირიჟორობდნენ. წლების განმავლობაში იონა ტუსკაია იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments