იოსებ ჩარკვიანი (1888-1959) –
მეან-გინეკოლოგი, აჭარაში სამეანო-გინეკოლოგიური სამსახურის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ბათუმის ქალაქის მთავარი მეან-გინეკოლოგი, აჭარის ასსრ რესპუბლიკური საავადმყოფოს გინეკოლოგიური განყოფილების გამგე, საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი.
დაიბადა დაბა საჩხერეში. 1914 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა – „ჰიპერჰორმონულ მოშლილობათა საკითხისათვის” (1939), საკანდიდატო სადისერტაციო შრომა – “საშვილოსნოს დანამატების ქირურგიული მკურნალობის საკითხისათვის” (1936).
დაკრძალულია ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.
