კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

იოსებ გრიშაშვილი (ფსევდონიმი; ნამდვილი გვარი მამულაშვილი)(დ. 12 აპრილი/24 აპრილი, 1889, თბილისი ― გ. 3 აგვისტო, 1965, იქვე)
ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახალხო პოეტი (1959), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1947), სომხეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1945).
დაიბადა ხარფუხელი კალატოზის ოჯახში. ჭაბუკობიდანვე დაუახლოვდა ქართულ თეატრს, იყო სუფლიორი, მსახიობი, წერდა პატარა პიესებსა და ლექსებს.
გრიშაშვილს ეკუთვნის საყურადღებო ლიტერატურული გამოკვლევები: “საიათნოვა” (1914-1918); “ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა” (1926-1927), ნაშრომები ა. ჭავჭავაძის, ი. ჭავჭავაძის, ა. ყაზბეგის, მ.ლერმონტოვისა და სხვა მწერლების შესახებ. თარგმნა სომხური და აზერბაიჯანული ლიტერატურის ბევრი კლასიკური ნიმუში, ანა ახმატოვას, სერგეი მიხალკოვის, სტეფანე შჩიპაჩოვის, ვერა ინბერისა და სხვების ლექსები. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით.
დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.  მისი მეუღლე  – ქეთო ჯაფარიძე (1901-1968) – მსახიობი, დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ქეთო ჯაფარიძის საფლავი დიდუბის პანთეონში
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments