იოსებ კეჭაყმაძე (დ. 27 მარტი, 1939, ქ. ოზურგეთი — გ. 24 მარტი, 2013, თბილისი) –
კომპოზიტორი.
1955 წლიდან სწავლობდა ქ. ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში, ხოლო შემდეგ, ქ.თბილისის ცენტრალურ მუსიკალურ ათწლედში, საგუნდო-სადირიჟორო განხრით. 1960-1965 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე, 1966 წელს მუშაობა დაიწყო მუსიკალურ – ქორეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდიუმში სხვადასხვა თანამდებობებზე. 1968 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას კონსერვატორიაში. 1980-2007 წლებში იყო საგუნდო – სადირიჟორო კათედრის გამგე. 1984 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1972 წლიდან საქართველოს კულტურის სამინისტროში იყო მუსიკალურ დაწესებულებათა სამმართველოს უფროსი, სარეპერტუარო–სარედაქციო კოლეგიის მთავარი რედაქტორი. 1993 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიის კომიტეტის თავმჯდომარე. 2002 წლიდან კულტურის მინისტრის მრჩეველი.
დაკრძალულია დიდუბის ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

