იოსებ კვაჭაძე (1926-1993) –
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1971), საქართველოს პედიატრთა საზოგადოების თავმჯდომარე. კლინიკური გენეტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1946 წელს. 1965-1971წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის დოცენტია; 1972 წლიდან განაგებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრას; არის მრავალი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 10 მონოგრაფიის, 2 სახელმძღვანელოს, 11 მეთოდური რეკომენდაციის ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ეკლესიის ეზოში.

