კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

იოსებ ნონეშვილი (დ. 6 აპრილი, 1918, სოფ. კარდანახი, ახლანდელი გურჯაანის მუნიციპალიტეტი — გ. 18 ოქტომბერი, 1980, თბილისი) –
 პოეტი, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი.
1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1938 წელს ჟურნალ „ჩვენს თაობაში“. 1940 წელს გამოსცა პირველი პოეტური კრებული. 1941-1945 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიაშია. მისი შემოქმედება თარგმნილია ბევრ ენაზე. წლების განმავლობაში რედაქტორობდა ჟურნალ „დილას“, გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოს“, არჩეული იყო მშვიდობის დაცვის რესპუბლიკური კომიტეტის თავმჯდომარედ. 1966 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად, მიღებული აქვს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია წლის საუკეთესო ნაწარმოებისათვის. 1973 წლიდან მშვიდობის დაცვის საქართველოს რესპუბლიკური კომიტეტის თავმჯდომარე. 1981 წელს, გარდაცვალების შემდეგ, მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments