კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

იოსებ ოცხელი (დ. 16 სექტემბერი, 1865, ქუთაისი ― გ. 27 მარტი, 1919, ქუთაისი)
პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.
აღმსარებლობით კათოლიკემ დაწყებითი სწავლა კათოლიკურ სასწავლებელში მიიღო, საშუალო განათლება ვაჟთა გიმნაზიაში.
ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულეტი მან პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა 1885 წელს. შემდეგ მუშაობდა ქუთაისის გუბერნიის კანცელარიის მმართველად და თბილისის სახელმწიფო ბანკის თანამშრომლად.
1900 წლიდან იგი შეუდგა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1901 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძის თაოსნობით იგი დაამტკიცა ქუთაისის პირველი ქართული სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორად.
1905 წელს ოცხელის და სილოვან ხუნდაძის თაოსნობით ეს სკოლა გადაკეთდა ქართულ კერძო სათავადაზნაურო გიმნაზიად. ეს იყო პირველი ქართული საშუალო სასწავლებელი დასავლეთ საქართველოში. ოცხელის ინიციატივითა და გულმოდგინებით დაარსდა ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტი
დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments