იოსებ სუმბათაშვილი (დ. 10 ოქტომბერი, 1915, თბილისი — 14 თებერვალი, 2012, მოსკოვი)
თეატრის მხატვარი, სსრკ-ს სახალხო მხატვარი
1942 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1942-1947 წლებში იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მთავარ მხატვრის თანამდებობაზე. 1948-1959 წლებში ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარია. გაფორმებული აქვს ოპერა დაისი და მრავალი სხვა დადგმა. თეატრის პარალელურად იოსებ სუმბათაშვილი ინტენსიურად მუშაობდა კინემატოგრაფიაში და შესრულებული აქვს დეკორაციის ესკიზები კინოფილმისათვის „ქეთო და კოტე“, „ცისკარა“, „მაგდანას ლურჯა“.
დაკრძალულია მოსკოვში, ტრეოკუროვის სასაფლაოზე.

