კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

იოსებ ტატიშვილი (დ. 25 დეკემბერი, 1886, თბილისი — გ. 21 ივლისი, 1952, იქვე)
მწერალი, ენათმეცნიერი.
დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია, ხოლო 1915 წელს — მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
თავისი პირველი მოთხრობა „წვიმაში“, ი. ტატიშვილმა დაბეჭდა 1908 წელს გაზეთ დროებაში. ი. ტატიშვილს აქვს მრავალი ტარგმანი რუსულიდან და სომხურიდან. აღსანიშნავია რომ იგი იყო ქართული ენის შესანიშნავი მცოდნე და თავისი წვლილი შეიტანა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ რვატომეულის მომზადებაში.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments