იოსებ თუმანოვი (1909-1981)
რეჟისორი, სსრკ სახალხო არტისტი.
1925-1932 წწ. იყო ზავადსკის თეატრ-სტუდიის მსახიობი; 1933-1934წწ. მოსკოვის მუშათა თეატრის და ახალი თეატრის (1934-1936) რეჟისორი. 1938-1946 წწ. კ. სტანისლავსკის სახელობის ოპერის თეატრის მთავარი რეჟისორი, სადაც დადგა ოპერები: მაკროუსოვის “ჩაპაევი” (1943) და ვერდის “ბალ-მასკარადი” (1946). 1946-1953 წწ. იმყოფება მოსკოვის ოპერეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე. ი. თუმანოვი სხვადასხვა პერიოდში იყო: მოსკოვის ა. პუშკინის სახ. თეატრის (1946-1953), კრემლის ყრილობათა სასახლის (1961-1964), დიდი თეატრის (1964-1970) და 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის საზეიმო ცერემონიალის მთავარი რეჟისორი. ი. თუმანიშვილი 1951 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში (ქ. მოსკოვი).
დაკრძალულია მოსკოვში, ვაგანკოვოს სასაფლაოზე.

