კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ირაკლი  აბაშიძე (დ. 10 სექტემბერი ან 23 ნოემბერი , 1909, ხონი — გ. 14 იანვარი, 1992, თბილისი) —  პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე 1957-1959 წლებში. საქართველოს  მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960), სოციალისტური შრომის გმირი (1979), რუსთაველის პრემიის ლაურეატი (1965), ლენინის ორდენის კავალერი (1958, 1966, 1969, 1979). 1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იყო ჟურნალ „ჩვენი თაობის“ და „მნათობის“ რედაქტორი, საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი (1939-1944), პირველი მდივანი, შემდეგ თავმჯდომარე (1953-1967). აბაშიძის ლექსები 1928 წლიდან იბეჭდება. იყო საქართველოს  მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარე (1963-იდან), ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის დამაარსებელი და მთავარი რედაქტორი (1966-იდან). დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 2 შრომის წითელი დროშისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენებით, მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments