ირაკლი ბაზაძე (1941 – 1998) – პოეტი, დაიბადა ქუთაისში. 1973 წელს ქუთაისში გამოსცა ლექსების პირველი წიგნი – „ფერადი სარკე” (1974). 80-იანი წლებიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. გამოცემული აქვს კრებულები: „შორეული ფერი” (1980); „ქარების ქალაქი” (1984); „სილის სასახლე” (1991); „ავტოგრაფი ყველასთვის” (1994); „მერედეონი” (1997); „ნაცრისფერი სივრცე” (2000); ერთტომეული (2009). დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას პანთეონში.

