კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ირაკლი ციციშვილი (დ. 12 სექტემბერი, 1922, თბილისი — გ. 19 იანვარი, 2013, თბილისი)
ექიმი-პედიატრი.
1937 წელს მეგობრებთან ერთად დააარსა ორგანიზაცია, რომლის მიზანიც საქართველოს საბჭოთა კავშირისგან გამოყოფა იყო. დააპატიმრეს 1938 წელს და იმავე წელს გაათავისუფლეს.
1946 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრაზე. 1992–1994 წლებში იყო ამავე კათედრის გამგე, 1960–1962 წლებში — პედიატრიის სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი. პარალელურად მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროს მე–4 სამმართველოს კონსულტანტად. 2008 წლიდან იყო საქართველოს პედიატრიული აკადემიის პრეზიდენტი.
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. მის გვერდით განისვენებს ქირურგი – დავით ციციშვილი.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments