ირაკლი გამრეკელი (დ. გორი, 6 მაისი, 1894 — გ. 1943)-
სცენოგრაფი, ქართული თეატრალური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
1911–1917 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. სამხატვრო განათლება მიიღო თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიასთან არსებულ მხატვრის კურსებზე. სრული სამხატვრო განათლება არ მიუღია, სწავლობდა სკლიფასოვსკის ხატვისა და ფერწერის სკოლაში. როსტოვისა და თბილისის სამედიცინო ინსტიტუტებში მედიცინას ეუფლებოდა და დიდხანს ვერ გააკეთა არჩევანი მედიცინასა და მხატვრობას შორის. 1920 წლიდან აქტიურად ჩაერთო თბილისის მხატვრულ ცხოვრებაში, მონაწილეობა მიიღო ქართველ მხატვართა სურათების გამოფენაში, გატაცებული იყო მოდერნიზმით. განსაკუთრებით ნაყოფიერი და ნოვატორული გამოდგა სანდრო ახმეტელთან ურთიერთობა. ირაკლი გამრეკელმა გააფორმა აღიარებული სპექტაკლები.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

