ირაკლი ჯაბადარი (დ. 17 ოქტომბერი, 1892, თბილისი — გ. 18 აგვისტო, 1937, ნიცა, საფრანგეთი) –
კომპოზიტორი და პიანისტი.
უმაღლესი განათლება მიიღო ბრიუსელის კონსერვატორიაში. სამი წლის შემდეგ გადავიდა ვენაში, სადაც იღრმავებდა თეორიულ ცოდნასდა სრულჰყოფდა სამშემსრულებლო ხელოვნებას. 1913 წლის 7 მარტს აქვე, მუსიკოსთა საზოგადოების დარბაზში დვორჟაკის მოწაფის ოსკარ ნედბალის დირიჟორობით შეასრულდა ახალგაზრდა კომპოზიტორის „ქართული რაფსოდია“, რითაც სათავე დაედო ქართულ სიმფონიურ მუსიკას.
მისი გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ იგი გადმოასვენეს და დაკრძალეს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

