ირაკლი ჯორჯაძე (1917-1992) – არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა ფ. ძერჟინსკის სახელობის სამხედრო საარტილერიო აკადემია 1940 წელს; სწავლობდა იმავე აკადემიაში ადიუნქტურაში 1940-1941 წლებში. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე; მეთაურობდა საარტილერიო დივიზიონს უმაღლესი მთავარსარდლობის რეზერვის 240-ე და 1355-ე საარტილერიო პოლკებს; იყო 28-ე წითელდროშოვანი კუტუზოვის II ხარისხის ორდენოსანი საზენიტო-საარტილერიო დივიზიის შტაბის უფროსი; 1946-1975წწ. სამხედრო აკადემიების კათედრის უფროსი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონში, წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში.

