კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ირაკლი კანდელაკი (დ. 27 სექტემბერი, 1901, თელავი — გ. 22 ივლისი, 1970, თბილისი) –
კინოდოკუმენტალისტი, საქართველოს სახალხო არტისტი.
1932 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. კინოში გვიან მივიდა და თითქმის ოთხი ათეული წელი ემსახურა მას. ირაკლი კანდელაკმა ქართული დოკუმენტური კინო გაამდიდრა ისეთი ფიმებით, როგორებიცაა: „ფერეიდანელი ქართველები“, „მტკვრის კვალდაკვალ“, „წელიწადის ოთხი დრო“, „სამგორი“, „ძველი ქალაქის გაზაფხული“, „დიოსკურია“, „იზმირის საერთაშორისო გამოფენა“ და სხვა. ბოლო წლებში ხელოვანი დაუბრუნდა ირანის თემას. იმოგზაურა იქ და შექმნა ფილმები: „თეირანის შთაბეჭდილებები“ და „შირაზი, ისპაჰანი, პერსოპოლი“. ი. კანდელაკის მრავალი ფილმი აღინიშნა პრემიით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments