კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ირაკლი კოსტავა (1961-1985) – პოეტი, მერაბ კოსტავას შვილი. სიცოცხლე დაასრულა თვითმკვლელობით, არსებობს ეჭვი, რომ მოკლეს. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. მასთან ერთად დაკრძალულია რუსუდან ბერიძე (დ. 20 აგვისტო, 1939, ოზურგეთი, — გ. 17 მაისი, 2023, თბილისი) — მერაბ კოსტავას მეუღლე. მათემატიკოსი, პედაგოგი, პოლიტიკოსი და თანამდებობის პირი. დაიბადა ქალაქ ოზურგეთში. 1961 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. იმავე წელს ჩაირიცხა თსუ-ს ასპირანტურაში რიცხვთა თეორიის სპეციალობით. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას. 1965 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1965 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი და ლექტორი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, სპიკერის მოადგილე და შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, 1997-2005 წლებში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა ნინო მიქიაშვილმა.
                                                                                                                                                                       
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments