ირაკლი ჩარკვიანი (დ. 19 ნოემბერი, 1961 — გ. 24 თებერვალი, 2006) – მუსიკოსი, პოეტი და მწერალი. ირაკლი ჩარკვიანის მუსიკალური მოღვაწეობა დაიწყო 1976 წელს, ჯგუფ „არიშთან“ ერთად. „ტაქსის“ წარმატების პიკი იყო 90-იანების დასაწყისი. ამ პერიოდში ჩატარებული ყველაზე ცნობილი კონცერტებიდან აღსანიშნავია თბილისის ფილარმონიასა და ქუთაისში მოწყობილი კონცერტები. 1994-1995 წლებში ირაკლი მუშაობდა მუსიკაზე კინოფილმისთვის ორფეოსის სიკვდილი. ამ პერიოდიდან მან საკუთარ ფსევდონიმად „მეფე“ აირჩია. 2006 წლის 24 თებერვალს მუსიკოსი გარდაიცვალა საკუთარ სახლში.

