კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ირაკლი თოიძე (დ. 14 მარტი, 1902, თბილისი — გ. 1 აპრილი, 1985) – საქართველოს სახალხო მხატვარი , ფერმწერი, გრაფიკოსი, წიგნის ილუსტრატორი, სახელმწიფო პრემიის ოთხგზის ლაურეატი (1941, 1948, 1949, 1951), რსფსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1951), (1970), თბილისის საპატიო მოქალაქე (1982). პოპულარობა მოუტანა პლაკატმა „დედა-სამშობლო გვეძახის!“ (1941), რომელიც მოიწონა სტალინმა და გამოფენილი იყო მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით საჯარო სივრცეებში. მეორე მსოფლიო ომის დროს თოიძემ შექმნა ასევე პლაკატები „წინ დასავლეთისკენ!“, „დედასამშობლოსათვის“, „სამშობლოს სახელით წინ, დევგმირებო!“, „ვფიცავ, დავამარცხებ მტერს!“, „ყველანი ფაშიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად!“, „გავათავისუფლებთ ევროპას ფაშისტური მონობის უღლისგან“ და სხვა. პოლიტიკურ პლაკატებზე მუშაობას აგრძელებდა ომის შემდგომაც. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულნი არიან: სახალხო მხატვარი – მოსე თოიძე; მხატვარი – ალექსანდრა სუდინა თოიძისა, სახალხო არტისტი – ალექსანდრა თოიძე; ლიტერატურათმცოდნე –  ვლადიმერ მაჭავარიანი.

მოსე თოიძის საფლავის თავდაპირველი სახე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments