კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ირაკლი ციციშვილი (1918-2001) – საბჭოთა კავშირის გმირი, არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი(1959), პროფესორი(1960). დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1941 წელს. 1941-1945წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. მდინარე დნეპრის გადალახვისათვის ბრძოლებში გამოჩენილი გმირობისა და მამაცობისთვის(მოწინააღმდეგის განუწყვეტელი საავიაციო და საარტილერიო თავდასხმის პირობებში მისი ხელმძღვანელობით 4 დღე-ღამეში 360 მეტრიანი სიგრძის ხიდი აიგო), მიენიჭა სსრ კავშირის გმირის წოდება(1943); 1945 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის კათედრაზე(1956 წლიდან ამ კათედრის გამგეა), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეთნოგრაფიულ და არქეოლოგიურ ინსტიტუტში; 1970-1978წწ. იყო საქართველოს სახმშენის თავმჯდომარე; 1978 წლიდან საქართველოს კულტურისა და ბუნების, ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო–საწარმოო სამმართველოს უფროსია. აზომა და მეცნიერულად შეისწავლა ქართული ხუროთმოძღვრების მრავალი ძეგლი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 25 მონოგრაფია: “ქართული არქიტექტურის საწყისები”, “უჯარმა”, “თბილისი – არქიტექტურული ძეგლები”, “საქართველო კულტურის ძეგლების დაცვა”, ქართული ხელოვნების ისტორია”, “ქართული არქიტექტურის ძეგლები” და სხვ. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
 
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments