იროდიონ ქავჟარაძე (1893-1988) –
მთარგმნელი, მწერალი
პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1909, პირველი წიგნი “მოთხრობები” – 1928 წელს. ეკუთვნის მოთხრობათა კრებულები “ადამი და ევა” (1965), “ერმილე ბაბუა” (1970), დოკუმენტური მოთხრობა “ვალმოხდილი” (1978), პიესები და სხვა. ნაყოფიერად იღვწოდა თარგმნის სფეროში. თარგმნა მ. დე სენ-პიერის, ლონგეს, ვ. ჰიუგოს, ფ. შატობრიანის, ო. დე ბალზაკის, ა. დოდეს, ა. ფრანსის, ა. პუშკინის, ლ. ტოლსტოის, ვ. ორლოვის, ვ. ბიკოვის, ო. გონჩარის, დ. გულიას და სხვა თხზულებანი. მისი მოთხრობები თარგმნილია რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ ენებზე.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.
