იროდიონ სონღულაშვილი (1880-1958) – ხელოვნებათმცოდნე, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ექვთიმე თაყაიშვილის მოწაფე და თანამებრძოლი. დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ბუნებისმეტყველების განყოფილება. მთელი ცხოვრება ხელოვნების სამსახურში გაატარა. სხვადასხვა დროს მუშაობდა “საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებაში”, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის საისტორიო და საეთნოგრაფიო განყოფილების გამგედ, ძველი ქართული ხელოვნების და ისტორიული განყოფილების გამგის თანაშემწედ და სხვ. მისი ნაშრომები უმეტესად ქართული მცირე და დეკორატიული ხელოვნების ნიმუშებსა და ეთნოგრაფიის საკითხებს ეხება. იროდიონ სონღულაშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა ზურაბ ნაკაიძემ.

