კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ისიდორე მანწკავა (დ. 12 მაისი, 1900, ნიგვზიანი — გ. 1944) —

პუბლიცისტი.

1917 წელს დაამთავრა ქუთაისის პირველდაწყებითი სასწავლებელი, რომელიც უთანაბრდებოდა ოთხკლასიან ვაჟთა გიმნაზიის კურსს. შემდეგ შევიდა ფოთის გიმნაზიაში. აქ სწავლის პერიოდში, 1920–1921 წლებში, თანამშრომლობდა ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის ორკვირეულ სამეცნიერო, პოლიტიკურ და ლიტერატურულ ჟურნალ „რიჟრაჟში“. აქ გამოქვეყნდა მისი ლექსები და ლიტერატურული წერილები. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ისიდორე მანწკავამ თბილისის უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა, თან განაგრძობდა აქტიურ ლიტერატურულ საქმიანობას. თანამედროვეთა მოწმობით, თუმცა ისიდორე მანწკავა დილიდან საღამომდე ქარხანაში შეუჩვეველი მძიმე შრომით მეტად იქანცებოდა, მაინც ახერხებდა პოლიტიკურ და სალიტერატურო ასპარეზზე მოღვაწეობას და ყოველთვის მოწინავე რიგებში იდგა. მისი პირველი დიდი გამოკვლევა 1936 წელს გამოქვეყნდა პარიზში – „ქართული აზროვნების განვითარება მე–19 საუკუნეში“, ნაწილი პირველი. მეორე მსოფლიო ომის მძიმე წლებში, ისიდორე მანწკავა ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა პარიზელ ქართველ ახალგაზრდებს და ქართული სიტყვის სიყვარულს შთააგონებდა მათ. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ ჟურნალ–გაზეთებთანაც. 1940–იან წლებში ბერლინში გამომავალ ჟურნალ „ქართველ ერში“ გამოქვეყნდა მისი წერილები. ისიდორე მანწკავას ბევრი უცდია, როგორმე მიეგნო და ქართველი ხალხისთვის გადაერჩინა გესტაპოს ჯალათების მიერ წამებით დაღუპული მეცნიერის, გრიგოლ ფერაძის უმდიდრესი ბიბლიოთეკა და არქივი. იგი პრაღაშიც კი გამგზავრებულა და ფეხით შემოუვლია ყველა ის ბიბლიოთეკა, სადაც, სავარაუდოდ, ეს არქივი ინახებოდა, მაგრამ ამაოდ. ისიდორე მანწკავა 44 წლის ასაკში მოულოდნელად მძიმედ დაავადდა და ლოგინად ჩავარდა. ოპერაციის შემდეგ დიდხანს აღარ უცოცხლია. გარდაიცვალა 1944 წელს ზალცბურგთან ახლოს, ბად–იშლის საავადმყოფოში. მეგობრებს იქვე დაუსაფლავებიათ. წლების შემდეგ მისი ნეშტი ლევილის ქართულ სასაფლაოზე გადაასვენეს.

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments