ისრაფილ ჯინჭარაძე (დ. 26 აპრილი, 1916, სოფ. მახინჯაური, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი) — გ. 15 ოქტომბერი, 1943) — უმცროსი ლეიტენანტი, მეორე მსოფლიო ომის გმირი (1944). დაიბადა 1916 წლის 13 აპრილს სოფელ მახინჯაურში . მიიღო საშუალო განათლება. 1939 წელს ჯინჭარაძე გაწვეულ იქნა არმიაში. 1941 წელს დაასრულა ბალაშოვსკის სამხედრო საავიაციო სკოლა. 1943 წლიდან მონაწილეობდა კურსკის ბრძოლაში, ასრულებდა რამდენიმე საბრძოლო გაფრენას დღეში. 1943 წლისთვის უმცროსი ლეიტენანტი ისრაფილ ქემალის ძე ჯინჭარაძე მე-5 საჰაერო არმიის 1-ი მოიერიშე ავიაკორპუსის 266-ე ავიადივიზიის 673-ე მოიერიშე ავიაშენაერთის უფროსი მფრინავი იყო. იმ დროისათვის მან შეასრულა 92 საბრძოლო გაფრენა, დიდი რაოდენობით გაანადგურა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა და საბრძოლო ტექნიკა. 1943 წლის 15 ოქტომბერს მოწინააღმდეგის პოზიციების მორიგი ბომბარდირებისას ჯინჭარაძე იქნა ჩამოგდებული და დაიღუპა. დაკრძალულია სოფელ პრავობერეჟნოეში ზემოდნიპროპეტროვსკის რაიონში, დნიპროპეტროვსკი მხარე, ძმათა სასაფლაოზე.

