იური ცინცაძე – ციმციმა (1938-1984) – მოცეკვავე. ერთი თვისაც არ იყო, რომ მამამისი, სამხედრო ოფიცერი დავით ცინცაძე დააპატიმრეს და ორიოდე წლის შემდეგ დახვრიტეს – ოფიციალური მიზეზით, სამხედრო დანაშაულისთვის. 19 წლის იყო, აკადემიურ ანსამბლში წაიყვანეს. ციმციმა 1984 წლის შემოდგომას, ავადმყოფობით გარდაიცვალა. მაშინ ის 46 წლის იყო. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.

