იური კეშელავა (1941-2001) – გენერალ-მაიორი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი. აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (1984-1992), საქართველოს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე (1993), საბაჟო სამსახურის სახელმწიფო მრჩეველი. დაკრძალულია ბათუმში, განთიადის სასაფლაოზე.

