კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

იური მარი (1893-1935)
ირანისტი, პროფესორი, აკადემიკოს ნ. მარის შვილი.
1913 წელს ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე, ჯერ არაბული, შემდეგ სპარსული ფილოლოგიის განხრით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ერთხანს მასწავლებლად იყო მამისეულ სოფელ ბუკისციხეში. 1919-1921 წწ. თანამშრომლობდა თბილისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. 1922 წლიდან დაბრუნდა პეტროგრადში და აქტიურად ჩაება საბჭოთა ირანისტიკის დაფუძნების საქმიანობაში. 1925 წლიდან ორი წლით მივლინებით გაემგზავრა ირანს, სადაც შეაგროვა ფოლკლორული და ეთნოგრაფიული მასალა, ხელნაწერები. 1929 წლიდან საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა; ლექციებს კითხულობდა თსუ-ში, შემდეგ კი აბასთუმანში დასახლდა. ეს იყო მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი. დააარსა სერიები: “ხაკანი – ნეზამი – რუსთაველი”, “სპარსულ-ქართული ცდანი”, შეადგინა “დოკუმენტირებული სპარსულ-რუსული ლექსიკონი”, იკვლევდა კლასიკური და თანამედროვე სპარსული ლიტერატურის ენის, ფოლკლორისა და ეთნოლოგიურ საკითხებს.
დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments