კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

იური ყეინაშვილი (1948-2010)
მხატვარი-კარიკატურისტი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი. აღმოსავლური ორთაბრძოლების ერთ-ერთი პიონერი საქართველოში, ტაი-ძი-ს ოსტატი, შავი ქამრის მფლობელი.
იკვლევდა ქართულ საბრძოლო ხელოვნებას, ამ თემაზე გამოცემული აქვს წიგნები.
მისი იუმორისტული შარჟები ქვეყნდებოდა ჟურნალ “ნიანგსა” და გაზეთ “სოფლის ცხოვრებში”.
დაკრძალულია კოჯრის სასაფლაოზე.
სურათები მოგვაწოდა ბათუმის უნივერსიტეტის მასწავლებელმა, ბატონმა მალხაზ ბალაძემ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით.
 
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments