კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

იუსტინე ჯანელიძე (დ. 20 ივლისი (1 აგვისტო), 1883, სამტრედია — გ. 14 იანვარი, 1950, ლენინგრადი)
ქირურგი, სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944 წ), რუსეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1936 წ), სამედიცინო სამსახურის გენერალ ლეიტენანტი, სოციალისტური შრომის გმირი (1945 წ).
1905 წელს სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის ხარკოვის უნივერსიტეტიდან გარიცხეს. სწავლა განაგრძო შვეიცარიაში. 1911 წელს მიიღო მოსკოვის უნივერისტეტის დიპლომი. 1921 წლიდან პეტროგრადის სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორი, 1939 წლიდან კი სამხედრო საზღვაო ფლოტის მთავარი ქირურგი იყო. მისი ძირითადი შრომები ეხება გულისა და სისხლძარღვების ქირურგიის, ტრავმატოლოგიის, გადაუდებელი და სამხედრო-საველე ქირურგიის პრობლემებს. 1913 წელს ჯანელიძემ, პირველად მსოფლიოში წარმატებით გაკერა ასწვრივი აორტის ჭრილობა. 1947 წელს აირჩიეს ქირურგთა საკავშირო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარედ. 1949 წელს მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია.
დაკრძალულია პეტერბურგში, ვოლკოვოზე, ლიტერატორთა ხიდების სასაფლაოზე, დიმიტრი მენდელეევის საფლავის გვერდით.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments