კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

იუსტინე აბულაძე (დ. 5 აპრილი/17 აპრილი, 1874 სოფელი როკითი, ბაღდათის რაიონი — გ. 1 ივნისი, 1962, თბილისი) – ფილოლოგი, ირანისტი და რუსთველოლოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1938), პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943). 1900 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი (ქართული-სომხური-სპარსული ფილოლოგიის განხრით). აღმოსავლეთის ფონდების შესასწავლად 1901-1902 იმოგზაურა შუა აზიასა (ტაშკენტი, ბუხარა, სამარყანდი) და დასავლეთ ევროპაში (ვენა, ბერლინი, პარიზი). საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა მასწავლებლად. იყო საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების გამგეობის წევრი, ამავე საზოგადოების მუზეუმის გამგე. 1918 წლიდან თსუ-ში კითხულობდა სპარსული ენისა და ლიტერატურის კურსს, სათავეში ედგა მის მიერვე ჩამოყალიბებულ სპარსული ფილოლოგიის კათედრას. 1962 წლის 1 ივნისს გარდაიცვალა. დაკრძალეს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. 2015 წლის 18 ნოემბერს მისი ნეშტი  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გადაასვენეს.

საფლავი დიდუბის პანთეონში                                                                                                                                                                                                                          

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments