კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

იუსუფ კობალაძე (1906-1981)
საქართველოს სახალხო არტისტი.
1932-1935 წლებში სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებულ სტუდიაში(ხელმძღვანელი ს. ახმეტელი). პარალელურად (1937 წლამდე) გამოდიოდა რუსთაველის თეატრის სცენაზე. 1937 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი.  მის მიერ შექმნილი ოიდიპოს მეფის სახე (სოფოკლეს “ოიდიპოს მეფე”) ქართული საბჭოთა თეატრის მონაპოვრად ითვლება. 1957 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. გადაღებულია ფილმებში: “ბაში-აჩუკი” (ჩოლოყაშვილი; რეჟ. ლ. ესაკია, 1965;); “ორი ოჯახი” (ვახტანგ ყიფიანი; რეჟ. დ. კანდელაკი, 1958); “მანანა”
დაკრძალულია ბათუმში, ფერიის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია – თამარ სულხანიშვილი (1923-2016) – საქართველოს დამსახურებული არტისტი.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments