კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

იუსუფ ზოიძე (1919-1977)
კინოსა და თეატრის მსახიობი, რეჟისორი, ომის ვეტერანი, აჭარის დამსახურებული არტისტი.
1919 წელს ხულოს რაიონის სოფელ ძირკვაძეებში დაიბადა, პედაგოგის ოჯახში. მისი როგორც შემოქმედებითი კარიერა 17 წლიდან დაიწყო.
1936 წელს მიიწვიეს ხულოს სახალხო თეატრში სადაც მან ბექას როლი შეასრულა კარლო კალაძის პიესა ,,როგორ”
1937 წელს ახლად გახსნილ ხულოს სახელმწიფო თეატრში შეასრულა მთავარი როლი სანდრო შანშიაშვილის პიესაში ,,ანზორი”.
1945-1951 წლებში იუსუფ ზოიძე ხელმძღვანელობდა ხულოს სახელმწიფო თეატრს, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში თეატრში დაიდგა: ალ. ყაზბეგის ,,ხევისბერი გოჩა”, მ. ჯავახიშვილის ,,არსენა”, ს. თვარაძის ,,სურამის ციხე”, ი. მოსაშვილის ,,ჩაძირული ქვები”, ვ. ფშაველას ,,მოკვეთილი”, ს. ცაგარელის ,,რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”, და სხვა.
1951-1952 წლებში იგი გაემგზავრა ქ. მოსკოვში სარეჟისორო კურსებზე კვალიფიკაციის ასამაღლებლად. დაბრუნების შემდეგ მოღვაწეობა დაიწყო ბათუმის სახელმწიფო თეატრში, სადაც გვევლინებოდა როგორც რეჟისორად, ასევე მსახიობად.
1965-1976 წლებში უძღვებოდა ბათუმის კულტ-საგანმანათლებლო დაწესებულებას.
გადაღებულია ფილმებში: ,,ცისკრის ზარები”–დირექტორი, ,,ბაში-აჩუკი”- ხუსეინი და სხვ.
გარდაიცვალა 1977 წელს, იგი დაკრძალულია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეებში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments