ივანე გიგინეიშვილი (დ. 9 აგვისტო, 1909, ქუთაისი — გ. 28 იანვარი, 1982, თბილისი)
ენათმეცნიერი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1979). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1976).
მოღვაწეობდა თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში: პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში -კითხულობდა ქართული ენის კურსს, აგრეთვე სპეციალურ კურსს “ვეფხისტყაოსნის ენა”; 1950–1966წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1951–1982წწ. “საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბის” მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1973–1982წწ. ქართული ენციკლოპედიის სატრანსკრიფციო ჯგუფის ხელმძღვანელი.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

