კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ივანე კერესელიძე (დ. 10 ნოემბერი, 1829, თბილისი — გ. 21 დეკემბერი, 1892, თბილისი) –
მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე.
1850 წელს დაამთავრა თბილისის I გიმნაზია, სადაც დაიწყო ლექსების წერა, გაეცნო ბეჭდვის საქმეს, მონაწილეობდა დრამატული დასის საქმიანობაში. 1851 წელს სამეგრელოს მთავარმა დავით დადიანმა მიიწვია ზუგდიდში შვილების აღმზრდელ–მასწავლებლად და გულუხვადაც დაასაჩუქრა; ეს ქონება კერესელიძემ ქართული კულტურის სასარგებლოდ გამოიყენა. თბილისში დაბრუნებულმა კერესელიძემ დაიწყო ბრძოლა თეატრის გადასარჩენად, მაგრამ ამაოდ — 1856 წელს თეატრმა არსებობა შეწყვიტა. ლიტერატურული ჟურნალის დაარსებაზე კერესელიძე გიმნაზიაში სწავლის დროიდან ოცნებობდა, ხოლო 1853–იდან სათავეში ჩაუდგა ფართო მოსამზადებელ საზოგადოებრივ მოძრაობას. რამდენიმე წლის დაჟინებული ცდის შედეგად შეძლო მოეპოვებინა ჟურნალის გამოცემის ნებართვა, რომელიც ოფიციალურად გ. ერისთავის „ცისკრის“ განახლებული გამოცემა უნდა ყოფილიყო, ფაქტობრივად კი სრულიად განსხვავებული ახალი ტიპის ჟურნალი გამოვიდა, რომლის უცვლელი რედაქტორ–გამომცემელი 18 წლის განმავლობაში (1857–75) თავად იყო.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments