კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ივანე შილაკაძე (1910-1978) – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. მთარგმნელი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1937 წელს. 1944 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი; 1966 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა პროფესორის წოდება; 1964 წელს აირჩიეს არმენოლოგიის კათედრის გამგედ და ამ თანამდებობაზე იყო 1978 წლის ბოლომდე, გარდაცვალებამდე. სიცოცხლის ბოლო წლებში ივანე შილაკაძემ დააარსა არმენოლოგიური სემინარი, რომელიც მიზნად ისახავდა სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებაში მომუშავე სპეციალისტების გაერთიანებას. სემინარი რეგულარულად ტარდებოდა, მასში მომიჯნავე დარგების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments