კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ივანე თულაშვილი (დ. 21 აგვისტო, 1863, თბილისი — გ. 20 თებერვალი, 1930) – ინჟინერ-მშენებელი. საშუალო განათლება მიიღო მშობლიურ ქალაქში, ხოლო 1890 წელს უმაღლესი — პეტერბურგში. დაამთავრა საინჟინრო სასწავლებელი და ნიკოლოზის სამხედრო-საინჟინრო აკადემია. დიდხანს ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. პარალელურად ასრულებდა პრაქტიკულ სამშენებლო და არქიტექტურულ სამუშაოებს. 1921 წელს ივანე ჯავახიშვილისაგან მიიღო მოწვევა და ჩამოვიდა თბილისში. აქტიურად მონაწილეობდა უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის ჩამოყალიბებაში. როცა ამ ფაკულტეტის ბაზაზე შეიქმნა პოლიტექნიკური ინსტიტუტი. გამოცდილი თეორეტიკოსი წლების მანძილზე განაგებდა სამშენებლო ხელოვნების კათედრას. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments