კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

იზა ორჯონიკიძე (დ. 21 ნოემბერი, 1938, თბილისი — გ. 9 თებერვალი, 2010, თბილისი) – პოეტი. რუსთაველის პრემიის ლაურეატი. 1965 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით). 1976-2010 წლებში იყო  ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი. პირველი ლექსები 1958 წელს გამოაქვეყნა, პირველი პოეტური კრებული “ორი დღეკეთილი” – 1968 წელს. თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ და იტალიურ ენებზე. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments