კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ჟანეტა არჩვაძე (1930-2017)
საქართველოს სახალხო არტისტი.
სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, 1949-1953წწ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ესტრადის მსახიობად. შემდეგ მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში განასახიერა ტასიას როლი.
თეატრში მსახიობობასთან ერთად, პარალელურად მუშაობდა რადიოში, მიჰყავდა ლიტერატურული და საბავშო გადაცემები. 1957 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის დიქტორად. იყო საინფორმაციო პროგრამა “მოამბის” დიქტორი.
დაკრძალულია თბილისში, საბურთლოს სასაფლაოზე. მასთნ ერთად დაკრძალულია – ვასილ არჩვაძე (1959-2020) – ქირურგი, თსსუ მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საპატიო გამომგონებელ – რაციონალიზატორი.
საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა მამუკა გოგიტიძემ.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments